Background Image

STYX აკავშირებს

გამგზავნებს გადამზიდებთან

Iphone Screen
STYX ეხმარება გადამზიდებს საკუთარი ბიზნესის გაზრდაში და გამგზავნებს სთავაზობს ტვირთის 24 საათიან მონიტორინგს.

როგორ მუშაობს

STYX 

1

მომსახურების საფასური

STYX ვებ გვერდით და აპლიკაციით სარგებლობა
ყველასთვის უფასოა. მომსახურების ტარიფებს,
უშუალოდ გადამზიდები აწესებენ, ხოლო STYX
მომსახურების ღირებულება ავტომატურად
იქვითება წარმატებული ტრანზაქციის
პროცენტის სახით.

Background Image
Mobile image Phone image
Background Image

როგორ მუშაობს

STYX 

2

გააკეთე არჩევანი

გადამზიდი და გამგზავნი თვითონ აკეთებს არჩევანს.
გამგზავნი ირჩვევს გადამზიდს.
გადამზიდი ირჩევს მისთვის ყველაზე
მოსახერხებელ შეკვეთას.

Mobile image Iphone image
Background Image

როგორ მუშაობს

STYX 

3

ორმხრივი შეფასების სისტემა

ყოველი შეკვეთის შესრულების შემდეგ გადამზიდი
და გამგზავნი აფასებენ ერთმაეთს.
რეიტინგი დაეხმარება მომხმარებლებს არჩევანის გაკეთებაში.
STYX მუდმივად ზრუნავს სერვისის გაუმჯობესებაზე.

Mobile Screen Iphone Screen
Background Image

როგორ მუშაობს

STYX 

4

მარტივი ანგარიშსწორება

გადახდა შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
გადამზიდს წინასწარ ეცოდინება თქვენს მიერ
შერჩეული გადახდის მეთოდის შესახებ.

Mobile Screen Iphone Screen
  გადამზიდებისთვის carriers@styx.ge
გამგზავნებისთვის shippers@styx.ge
Background Image

ხშიდარ

დასმული

კითხვები

შირად

ასმული

ითხვები

Background Image

გადამზიდი

  • შემიძლია გავხდე STYX-ის გადამზიდი?

    გადამზიდად დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერს: დიდ კომპანიებს და ინდივიდუალ სატვირთოს მძღოლებსაც - გადამხდელის ნებისმიერი სტატუსით. მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს, შეუძლიათ, პლატფორმა საკუთარი სატრანსპორტო რესურსის უკეთ გამოსაყენებლად დაიხმარონ. STYX-ით სარგებლობა შეუძლიათ, სტარტაპებს და ლოჯისტიკაზე ორიენტირებულ მეწარმეებსაც. მოკლედ, STYX არის ყველასთვის, ვისაც ტვირთის გადატანა შეუძლია.
  • როგორ გავხდე გადამზიდი?

    იმისთვის, რომ შეძლოთ პლატფორმით სარგებლობა, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, როგორც გადამზიდი, ან გადმოტვირთოთ მობაილ აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-დან თქვენს ტელეფონში და გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, შეძლებთ საინტერესო შეკვეთების მოძებნას და თქვენთვის მისაღები ფასის შეთავაზებას ტვირთის გამგზავნებისთვის.
  • როდის გადამიხდიან ტრანსპორტირების საფასურს?

    STYX-ში მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებაა შესაძლებელი. გადაზიდვის საფასური STYX-ის საბანკო ანგარიშზე ირიცხება. გასული კვირის მანძილზე დაგროვილი, თქვენი კუთვნილი თანხა, პირად, ან ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაგერიცხებათ, ყოველ ოთხშაბათს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ოთხშაბათს ჩარიცხული თანხა არ მოიცავს ორშაბათს და სამშაბათს გამომუშავებულ თანხებს, ამ დღეებში გაწეული სამუშაოს ანაზღაურება ჩაგერიცხებათ მომდევნო ოთხშაბათს.
  • როგორ გადავიხადო სტიქსის საკომისიო?

    მომსახურების საკომისიო თანხა ავტომატურად აისახება, თქვენს მიერ გამგზავნისთვის შეთავაზებულ მომსახურების საფასურში და ავტომატურადვე დაიფარება გამგზავნის მიერ, ტვირთის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისას.
  • როგორ დაგიკავშირდეთ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში?

    STYX-ის ონლაინ დაიხმარების სერვისი მუდმივად ხელმისაწვდომია ელ.ფოსტაზე: carriers@styx.ge

გამგზავნი

  • როგორ მუშობს STYX?

    STYX თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გეხმარებათ თქვენი მოთხოვნის, რაც შეიძლება მეტ გადამზიდამდე მიტანაში. STYX მიიღებს თქვენს მოთხოვნას, ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით. პლატფორმა უზრუნლვეყოფს მეტ გამჭვირვალობას და ეფექტურობას, გეხმარებათ, საუკეთესო ფასის და ხარისხის შეფარდების პოვნაში.
  • როგორ დავრეგისტრირდე?

    რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს ან დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის მეშვეობით: shippers@styx.ge

Privacy Policy

მიმოხილვა

იმისათვის , რომ შეიტყოთ მეტი , თუ როგორ იყენებს STYX თქვენს მონაცემებს ანონიმური მარკეტინგული ანგარიშებისთვის და ამ გამოყენებაზე უარის სათქმელად , დააწკაპუნეთ აქ .

მოგესალმებით STYX-ის ('STYX', 'ჩვენ' ან 'ჩვენთვის') ვებ-საიტზე, სოციალური მედიის გვერდზე ან აპლიკაციაში('პლატფორმები'). გთხოვთ წაიკითხოთ ქვემოთ, რათა გაიგოთ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და ვიყენებთ თქვენს მონაცემებს, როდესაც ჩვენთან ურთიერთობთ, ამ პლატფორმის მეშვეობით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ STYX -ს სხვა მომსახურებებს, ვებ-საიტებს, აპლიკაციებსა და რეკლამებს შეიძლება ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის განსხვავებული მეთოდები. ამ შემთხვევაში, ჩვენ გიჩვენებთ განსხვავებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ვრცელდება ვებ-გვერდებით, რეკლამებითა და აპლიკაციებით ინტერაქციით.

როდესაც თქვენ წარმოგვიდგენთ ნებისმიერ ინფორმაციას, ჩვენი ერთ-ერთი პლატფორმის გამოყენებით, თქვენ თანხმდებით ამ ინფორმაციის ჩვენ მიერ შენახვასა და დამუშავებაზე, სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, მათ შორის აშშ-ში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული კანონები და მოთხოვნები კონფიდენციალურობისა და მონაცემების გამოყენების შესახებ, იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ.

1. ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაცია

1.1 ჩვენ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას (ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პირის იდენტიფიკაციისთვის), როგორიცაა:

1.1.1 თქვენი სახელი, გვარი

1.1.2 კომპანიის დასახელება

1.1.3 კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი

1.1.4 პირადი ნომერი

1.1.5 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი

1.1.6 ბანკის ანგარიშის ნომერი

1.1.7 დღგ-ს გადამხდელის სტატუსი

1.1.8 საკონტაქტო ინფორმაცია (როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი და საფოსტო მისამართი)

1.2 ჩვენ შეიძლება მივიღოთ პირადი ინფორმაცია, როდესაც თქვენ გადაწყვეტთ მის მოწოდებას პლატფორმის მეშვეობით, ისევე როგორც სხვა წყაროების მეშვეობით, როგორიცაა ერთობლივი მარკეტინგული პარტნიორები; სოციალური მედიის პლატფორმები; ადამიანებისგან, რომლებთანაც მეგობრობთ ან სხვაგვარად ხართ დაკავშირებული სოციალური მედიის პლატფორმებზე და სხვა მესამე პირების მეშვეობით.

2. ჩვენ მიერ შეგროვებული სხვა ინფორმაცია

2.1 ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ მიერ პლატფორმის გამოყენების შესახებ , როგორიცაა:

2.1.1 როგორ იყენებთ პლატფორმას

2.1.2 IP მისამართი და ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ, რომელსაც იყენებთ პლატფორმასთან წვდომისთვის, როგორიცაა თქვენი მედია წვდომის კონტროლის (MAC) მისამართი, კომპიუტერის ტიპი (Windows ან Macintosh), ეკრანის რეზოლუცია, საოპერაციო სისტემის სახელი და ვერსია, მოწყობილობის მწარმოებელი და მოდელი, ენა, ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი და ვერსია და პლატფორმის სახელი და ვერსია (როგორიცაა აპლიკაცია), რომელსაც თქვენ იყენებთ

2.1.3 თქვენი ადგილმდებარეობა, თუ თქვენ იყენებთ პლატფორმის მობილურ აპლიკაციას ან ვებ პლატფორმას. თქვენ გკითხავენ გსურთ თუ არა, მივიღოთ ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, სანამ ჩვენ ამას გავაკეთებთ.

2.2 ჩვენ ასევე შევაგროვებთ ან შევადგენთ სხვა ინფორმაციას თქვენ შესახებ (როგორიცაა რეგისტრაციის ნომრები ან დემოგრაფიული ჯგუფის შესახებ ინფორმაცია) ერთიანი და პიროვნების საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გარეშე. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ან გავუზიაროთ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მესამე პირებს, კანონიერი მიზნებისთვის.

3. cookie ფაილების გამოყენება

3.1 ჩვენ, ჩვენი მესამე პირი მომსახურების პროვაიდერების ჩათვლით, ვიყენებთ გარკვეულ ინსტრუმენტებს, თქვენ შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, როცა ათვალიერებთ ჩვენს ვებსაიტს, ვებ ფლატფორმას ან აპლიკაციას. ეს ინსტრუმენტები იყენებს Cookie ფაილებს ‒ პატარა ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინახება თქვენს მყარ დისკზე. cookie ფაილები გამოიყენება ვებსაიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად, რათა მოგაწოდოთ ნახვის სპეციპიკური არჩევანი სტატისტიკური ანგარიშების შესადგენად ვებსაიტის აქტივობის შესახებ, ან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიყენებთ cookie ფაილებს, რათა გიცნოთ, როგორც სავაჭრო ობიექტი ან ჩვენი ვებსაიტის წინა სტუმარი, ან ვებსაიტის ანკეტების წინასწარი შევსებისთვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს, ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი საქმიანობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი სახელით.

3.2 cookie ფაილების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ბრაუზერისთვის დამახასიათებელი მითითებების ჩათვლით, თუ როგორ შეზღუდოთ ან დაბლოკოთ Cookie ფაილები, გვეწვიეთ მისამართზე: www.allaboutcookies.org . გახსოვდეთ, რომ cookie ფაილების გარეშე, თქვენ შეიძლება სრულყოფილად ვერ ისარგებლოთ ჩვენი ვებსაიტის პარამეტრების უპირატესობებით.

4. როგორ ვიყენებთ პირად ინფორმაციას

4.1 პირველ რიგში, ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, რათა მოგაწოდოთ პლატფორმითა და მასთან დაკავშირებული ფუნქციებით:

4.1.1 თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად და თქვენს კითხვებზე საპასუხოდ

4.1.2 თქვენთვის ადმინისტრაციული ინფორმაციის გამოსაგზავნად, როგორიცაა ცვლილებები ჩვენს პირობებსა და მეთოდებში.

4.1.3 აქციებისა თუ კონკურსების ადმინისტრირებისთვის, რომელშიც აირჩევთ მონაწილეობას

4.1.4 სოციალური გაზიარების ფუნქციის გასაადვილებლად.

4.1.5 პლატფორმის გამოყენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის, ასევე მუშაობის გასაუმჯობესებლად

4.1.6 პლატფორმის უსაფრთხოების დაცვაში, თაღლითობის აღკვეთასა და ჩვენი პოლიტიკის გატარებაში დასახმარებლად.

4.1.7 ჩვენი პლატფორმების თქვენზე მოსარგებად

4.1.8 თქვენთვის STYX -ის შვილობილი კომპანიებისა თუ მესამე პირების სხვა მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, თუ ეთანხმებით

4.1.9 სხვა აქტივობების შესასრულებლად, თქვენი თანხმობით

4.1.10 გეოლოკაციების გაზიარებისათვის, მაგ. „გაუგზავნე მეგობარს“

4.1.11 მონაცემთა ანალიზის, აუდიტის ჩასატარებლად, ახალი პროდუქტების შესამუშავებლად, გამოყენების ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის, ჩვენი სააქციო კამპანიების ეფექტურობის განსაზღვრისთვის და ჩვენი საქმიანობების ფუნქციონირებისა და გაფართოებისთვის.

5. როგორ ვაზიარებთ პირად ინფორმაციას

5.1 ჩვენ გავაზიარებთ მხოლოდ პლატფორმის საშუალებით მიღებულ პირად ინფორმაციას , როგორც აღწერილია წინამდებარე პირობებში, თუ არ მოგაწვდით ვარიანტებს. კერძოდ, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია:

5.1.1 კომპანიებსა და მომწოდებლებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი ბიზნესის ფუნქციონირებაში, ისეთი მომსახურებების უზრუნველყოფით, როგორიცაა ვებსაიტის ჰოსტინგი, მონაცემთა ანალიზი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, მომხმარებლის მომსახურება, ელექტრონული ფოსტით მიწოდება, აუდიტი და სხვა მსგავსი მომსახურებები.

5.1.2 მესამე პირების აქციებისა და კონკურსების სპონსორებს, რომლებშიც თქვენ ირჩევთ მონაწილეობას

5.1.3 იმისათვის, რომ შასაბამისობაში იყოს კანონთან ან სხვა სამართლებრივ ვალდებულებებთან, როგორიცაა რეაგირება სასამართლოში გამოძახებაზე, კანონებისა და სხვა სამართლებრივი ვალდებულებების ჩათვლით, თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ

5.1.4 საჯარო და სამთავრობო დაწესებულებების შეკითხვებზე, თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საჯარო და სამთავრობო დაწესებულებების ჩათვლით, პასუხის გასაცემად

5.1.5 ჩვენი ან ჩვენი მომხმარებლების უფლებების, ოპერაციები ან საკუთრების დასაცავად

5.1.6 პოტენციურ ან საეჭვო უკანონო საქმიანობასთან, თაღლითობასთან, ნებისმიერი პირის პირადი უსაფრთხოების ან პლატფორმის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიების, აღკვეთის, ან ზომების მისაღებად

5.1.7 სხვა კომპანიებთან ერთად, რომლებსაც ფლობს STYX, როგორც დაშვებულია კანონით. STYX არის მხარე, რომელიც პასუხისმგებელია ერთობლივად გამოყენებული პირადი ინფორმაციის მართვაზე.

5.1.8 STYX-ის (ან მისი აქტივების უმრავლესობის) მყიდველის შერწყმით ან შიდა შეძენით

5.1.9 თქვენი თანხმობით

5.2 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც განათავსებთ პლატფორმის საჯარო ადგილებში, როგორიცაა ჩვენი სოციალური მედიის გვერდები, შესაძლოა ნახონ სხვა ვიზიტორებმა.

6. თქვენი არჩევანი

6.1 თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ პირადი ინფორმაცია , როდესაც თქვენ იყენებთ პლატფორმას. თუმცა, თუ ინფორმაციის მოთხოვნა არ არის განსაზღვრული , როგორც არჩევითი და თქვენ არ უზრუნველყოფთ საჭირო პირადი ინფორმაციის მიწოდებას, შეიძლება ვერ შეძლოთ პლატფორმის გამოყენება.

6.2 შეგიძლიათ, უარი თქვათ სარეკლამო ელექტრონული ფოსტის მიღებაზე STYX -ის მიერ მართული პლატფორმიდან, რომელსაც მოჰყვება გაუქმების ბმული ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებში. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებაზე STYX-ისგან, თუ ნებისმიერ შეტყობინებას უპასუხებთ STOP-ის გაგზავნით.

7. მესამე მხარის კონტროლი

7.1 ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მესამე პირები, სარეკლამო მომსახურებისთვის, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც პლატფორმამ შეაგროვა თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტისა და მესამე პირების ვებსაიტების გამოყენების შესახებ. ამისათვის, ამ კომპანიებმა შეიძლება განათავსონ ან აღიარონ უნიკალური cookie ფაილი თქვენს ბრაუზერზე (პიქსელური ტეგის გამოყენების ჩათვლით). იმისათვის, რომ შეიტყოთ მეტი ამ პრაქტიკასა და თქვენს არჩევანზე, ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვეწვიოთ მისამართზე: http://www.aboutads.info/choices .

7.2 იმისათვის, რომ გაიგოთ მეტი, თუ როგორ იყენებს STYX თქვენს მონაცემებს ანონიმური მარკეტინგული ანგარიშებისთვის და უარი თქვათ ამ გამოყენებაზე, დააწკაპუნეთ აქ .

7.3 თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის კონფიგურაცია, რათა უარი თქვათ cookie ფაილებზე, ან მოგივიდეთ შეტყობინება, როდესაც cookie ფაილები დაყენდება. თუმცა, თუ თქვენ უარს იტყვით cookie ფაილებზე, პლატფორმა შეიძლება გამართულად არ ფუნქციონირებდეს.

8. როგორ შეგიძლიათ თქვენს პირად ინფორმაციასთან წვდომა ან მისი რედაქტირება

8.1 ჩვენი პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, ნახოთ და დაარედაქტიროთ თქვენ მიერ შეყვანილი პირადი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ წინამდებარე პირობების ბოლოში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რათა მოითხოვოთ წვდომა, ან ჩვენ განვაახლოთ, ან შევასწოროთ ჩვენი პლატფორმების მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, STYX-მა შეიძლება შეინარჩუნოს თქვენი პირადი ინფორმაცია აუდიტის მიზნებისათვის, პრობლემების აღმოსაფხვრელად და გამოძიებაში დასახმარებლად, ჩვენი პოლიტიკის გასატარებლად ან კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენს ნებართვაზე, ნახოთ, განაახლოთ ან წაშალოთ პირადი ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდით მესამე პირს, ნებისმიერი აპლიკაციის, სოციალური მედიის პლატფორმის, ან უსადენო მომსახურების პროვაიდერის ჩათვლით.

9. როგორ ვიცავთ თქვენს პირად ინფორმაციას

9.1 STYX იყენებს უსაფრთხოების ტექნოლოგიებს, ქსელური დაცვის სისტემებისა და უსაფრთხო შეერთების პროტოკოლის ჩათვლით, რათა დაიცვას ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაცია პლატფორმის მეშვეობით. ჩვენი პოლიტიკა შემოიფარგლება პირად ინფორმაციასთან წვდომით იმ თანამშრომლებისა და მომსახურების პროვაიდერებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ინფორმაციის ფლობა, რათა უზრუნველგყოთ STYX-ის მომსახურებებით, რომლებსაც იყენებთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული უსაფრთხოების ზომებს, პირადი ინფორმაციის დასაცავად.

10. დაკავშირებული მომსახურებები

10.1 წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ მოიცავს და ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე პირის კონფიდენციალურობის, ინფორმაციისა დაცვისა და სხვა პრაქტიკებზე, მესამე პირის მიერ ნებისმიერი საიტისა თუ მომსახურების განხორციელების ჩათვლით, რომელსაც უკავშირდება პლატფორმა. ბმულის ჩართვა პლატფორმაში არ გულისხმობს STYX-ის მიერ დაკავშირებული საიტისა თუ მომსახურების მხარდაჭერას.

10.2 გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სხვა ორგანიზაციების მიერ შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების პოლიტიკასა და პრაქტიკაზე (მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის პრაქტიკის ჩათვლით) ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ჩათვლით, რომელსაც გაუმჟღავნებთ სხვა ორგანიზაციებს, ჩვენი პლატფორმების საშუალებით ან მათთან დაკავშირებით.

11. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები

11.1 ჩვენ შეიძლება შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ნებისმიერ დროს, კონფიდენციალურობის განახლებული პოლიტიკის გამოქვეყნებით.

12. შეკავების პერიოდი

12.1 ჩვენ შევინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა პოლიტიკის თანახმად განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად, იმ შემთხვევაში, თუ შენახვის უფრო ხანგრძლივი პერიოდი არ არის მოთხოვნილი ან ნებადართული, კანონის თანახმად.

13. პლატფორმის გამოყენება არასრულწლოვნების მიერ

13.1 პლატფორმა არ არის გათვალისწინებული თვრამეტ (18) წლამდე პირებისთვის, და ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ მოხდეს ასეთი პირების მიერ პირადი ინფორმაციის მიწოდება პლატფორმის მეშვეობით.

14. მნიშვნელოვანი ინფორმაცია

14.1 გთხოვთ, არ გამოგვიგზავნოთ და არ გაგვიმჟღავნოთ არავითარი დელიკატური პირადი ინფორმაცია, სოციალური დაზღვევის ნომრები, რასობრივ და ეთნიკურ წარმოშობასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ თუ სხვა მრწამსთან, ჯანმრთელობასთან ნასამართლეობასა თუ სავაჭრო კავშირის წევრობასთან) დაკავშირებული ინფორმაცია, პლატფორმაზე ან მისი მეშვეობით.

15. როგორ დაუკავშირდეთ STYX-ის, თქვენი კონფიდენციალურობის შესახებ ინტერესებსა და კითხვებთან დაკავშირებით

15.1 თუ გაქვთ კითხვები ან კომენტარები ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@styx.ge ან მოგვწერეთ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ნ.ყიფშიძის ქ., №8, ბ. 27. საფოსტო კოდი: 0162

General Terms for Carriers

საერთო პირობები გადამზიდებისთვის

წინამდებარე საერთო პირობებში წარმოდგენილია შპს „სტიქს“ -ის მიერ შემოთავაზებული STYX აპლიკაციის გამოყენების მარეგულირებელი მთავარი პირობები თქვენსა (შემდგომში - გადამზიდი) და STYX-ს შორის.

STYX აპლიკაციის გამოყენებით სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენ ვალდებული ხართ დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

1. განმარტებები

1.1 STYX (შემდგომში მოხსენიებული როგორც 'ჩვენ' ანჩვენი ”) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „სტიქს, რომლის საიდენთიფიკაციო კოდია - 405170363, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ნ.ყიფშიძის ქ., №8, ბ. 27

1.2. შვილობილი კომპანია - ნიშნავს პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იმყოფება STYX-ის დაქვემდებარებაში და რომელიც უზრუნველყოფს STYX-ის გარკვეულ მომსახურებებს ამათუიმ ქვეყანაში ან ქალაქში. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი შვილობილი კომპანია უზრუნველყოფს STYX-ის მომსახურებებს კონკრეტულ სახელმწიფოში ანქალაქში და მათი საკონტაქტო მონაცემები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://styx.ge/countries

1.3. STYX-ის მომსახურებები - მომსახურებები, რომლებსაც STYX ან / და აფილირებული კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს, რომელიც მოიცავს მათ შორის, STYX-ის აპლიკაციით, ვებ გვერდით და პლატფორმით უზრუნველყოფას და ტექნიკურ მომსახურებას, კლიენტის მხარდაჭერას, თქვენსა და კლიენტს შორის გადახდებსა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ შუამდგომლობებს ან სხვა მსგავსი დახმარების მომსახურებებს, როგორც ეს საერთო პირობებში ან ხელშეკრულებაშია განსაზღვრული.

1.4. STYX-ის აპლიკაცია - STYX ვებ პლატფორმა, რომელსაც გადამზიდები იყენებენ მოთხოვნების მისაღებად, მის შესასრულებლად და სატრანსპორტო გადაზიდვების ადმინისტრირებისათვის.

1.5. კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც ითხოვს ტვირთის გადაზიდვის მომსახურებას STYX-ის აპლიკაციის გამოყენებით.

1.6. გადამზიდი ან თქვენ - პირი, რომელიც იღებს ვალდებულებას ტვირთის გადაზიდვის მომსახურებ(ებ)ის შე STYX-ის აპლიკაციით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც იურიდიული ან ფიზიკური პირი.

1.7. საერთო პირობები - STYX-ის მიერ წარმოდგენილი წინამდებარე საერთო პირობები.

1.8. ხელშეკრულება – STYX-ის აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება STYX-სა და თქვენ შორის, რომელიც მოიცავს აქ წარმოდგენილ საერთო და დამატებით პირობებს ან მომავალში STYX-სა და თქვენ შორის შეთანხმებულ სხვა პირობებს.

1.9. ლიცენზია – წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად STYX-ს აპლიკაციის გამოყენების უფლება.

1.10. ვებგვერდი www.styx.ge

1.11. გადაზიდვის ღირებულება – კლიენტისა და თქვენს შორის შეთანხმებული, ტვირთის სატრანსპორტო გადაზიდვის, მომსახურების ფასი.

1.12. STYX-ის საკომისიო მოსაკრებელი – გადასახადი, რომელიც ვალდებული ხართ, რომ გადაუხადოთ STYX-საპლიკაციით სარგებლობისა და ყოველ გაწეულ მომსახურებაზე, სალიცენზიო მოსაკრებლის ტარიფების მიხედვით.

1.13. აპლიკაციით გადახდა – გადაზიდვის ანაზღაურების მეთოდი, რომელიც ხორციელდება კლიენტის მიერ აპლიკაციის გამოყენებით. აპლიკაციით გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო/საკრედიტო ბარათებით, კორპორატიული ან STYX-ის მიერ დაშვებული სხვა გადახდის მეთოდებით

1.14. სატრანსპორტო მომსახურება - ტვირთის გადაზიდვის სატრანსპორტო მომსახურება, რომელზეც შეთანხმდით კლიენტთან STYX-ის აპლიკაციის მეშვეობით..

2. ხელშეკრულების გაფორმება

2.1. პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებამდე ლიცენზიის მიმღები უნდა დარეგისტრირდეს STYX-ის ვებგვერზე, სადაც აუცილებელია STYX -ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შევსება. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში STYX უზრუნველყოფს თქვენთვის შიდა, პირადი ანგარიშის, გახსნას, რომელზე წვდომა შესაძლებელი იქნება თქვენ მიერ დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით. საერთო პირობების ბოლოს განთავსებული „რეგისტრაციის გავლის' ღილაკზე დაჭერით ლიცენზიის მიმღები ადასტურებს, რომ:

2.1.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის დროისათვის არის/იქნება ქმედუნარიანი (მათ შორის, შექმნილი კანონმდებლობით დადგენილი წესით) და შესაბამისად აქვს/ექნება უფლება გააფორმოს ხელშეკრულება STYX -თან, რათა STYX-ის აპლიკაციის მეშვეობით მიაწოდოს სატრანსპორტო მომსახურება კლიენტ(ებ)ს;

2.1.2. მან ყურადღებით შეისწავლა და მისთვის სრულად გასაგებია საერთო პირობების ყველა პუნქტი და ყველა ვალდებულება, რომელსაც კისრულობს ლიცენზიის მიმღებს;

2.1.3. ლიცენზიის მიმღების მიერ STYX-ისთვის ინფორმაციის მიწოდება მოხდა სრული მოცულობით, რომლის სისწორეზე პასუხისმგებლობა ენიჭება მას.2.1.4. არ მოხდება მისი პირადი ანგარიშის მესამე პირებზე გადაცემა ან რაიმე სახით მისი გამოყენება სხვა პირის მიერ.;

2.1.5. არ გამოიყენებს STYX-ის აპლიკაციას არაკანონიერი მიზნებისთვის და და იქნება კეთილსიდისიერი მომხმარებელი;

2.1.6. არ გააკეთებს STYX -ის დოკუმენტაციისა და მიღებული ინფორმაციის ასლებს და არ გაავრცელებს მათ STYX -ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;

2.1.7. პირადი ანგარიში ექნება მუდმივად მოწესრიგებული და განახლებული;

2.1.8. შეასრულებს და დაიცავს იმ ქვეყნისა და ქალაქის ყველა კანონით გათავლისწინებულ წესებსა და ნორმებს, სადაც მოხდება სატრანსპორტო მომსახურების გაწევა.

2.1.9. ის სრულად ეთანხმება ვებგვერზე ( https://www.styx.ge/legal/) წარმოდგენილ STYX-ის კონფიდენციალობის პოლიტიკას;

2.1.10. STYX-ის მიერ თუ: ა) კლიენტის მხრიდან ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერი ვალდებულების (მათ შორის, ფულადი ვალდებულების, განცხადებების და გარანტიების, ნებისმიერი პირობის ან/და სხვა ვალდებულების) სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, STYX-ი უარს განაცხადებს მომსახურებაზე ან ბ) კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას (მათ შორის, ფულად ვალდებულებას, განცხადებებს და გარანტიებს, ნებისმიერ პირობას ან/და სხვა ვალდებულებას);

2.2. რეგისტრაციის გავლისას, საბანკო დეტალების შევსების დროს თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ თქვენი პირადი საბანკო რეკვიზიტები. თუ ანგარიშის მფლობელი იურიდიული პირია, მან უნდა მიუთითოს კომპანიის პირადი საბანკო რეკვიზიტები. STYX ახორციელებს აპლიკაციით გადახდილი თანხების ტრანზაქციას იმ საბანკო ანგარიშზე რომელსაც თქვენ გვაწვდით. STYX ან/და მასთან აფილირებული პირ(ებ)ი პასუხს არ აგებს არასწორ ტრანზაქციაზე თუ თქვენ მიერ მოწოდებული საბანკო რეკვიზიტები არასწორია.

2.3. აპლიკაციის შევსების შემდეგ თქვენ ელექტორნული ფოსტით მიიღებთ დამატებით პირობებს, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. ეს მოთხოვნები შესაძლოა იყოს : ცნობა ნასამართლეობის შესახებ, მოქმედი მართვის მოწმობა, ავტომობილის დამაკმაყოფილებელი ტექ-დათვალიერების სერტიფიკატი, აპლიკაციის გამოყენების სასწავლო კურსის გავლა, GPS- ის მხარდაჭერის მქონე მობილური მოწყობილობის ქონა და სხვა პირობები რომლებიც აღწერილი იქნება დამატებით პირობებში. მოთხოვნების და დამატებითი პირობების არასრულყოფილი სახით წარმოდგენის შემთხვევაში ხელშეკრულებ არ ჩაითვლება დადებულად და STYX-ის აპლიკაციის გამოყენების უფლება შეგეზღუდებათ.

2.4. თქვენ ეთანხმებით, რომ კონკრეტულ ქალაქებსა და ქვეყნებში STYX-მა შესაძლოა თავისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები გადასცეს მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემა შესაძლოა შეიცავდეს აპლიკაციის შევსებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადახედვას, ტრეინინგს ჩატარებას, STYX-ს მოსაკრებელის შეგროვებას, შუამავლობას აპლიკაციით გადახდისას, STYX-ს აპლიკაციის ლიცენზირებასა და სხვა. უფლებამოსილი წარმომადგენლის შესახებ ინფორმაციისმოძიება შესაძლებელია ვებ გვერდზე - https://www.styx.ge/countries .

2.5. ანგარიშის რეგისტრაცია იურიდიული პირებისთვის თქვენ იურიდიულ პირად ითვლებით, თუ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხართ რეგისტრირებული შესაბამის რეესტრში და საგადახდო რეკვიზიტებში (რომელიც ხელმისაწვდომია რეგისტრაციისას), მოსაკრებლების მიმღებ გრაფაში მიუთითებთ იურიდიული პირს. ასეთ შემთხვევაში, იურიდიული პირი საერთო პირობების შესაბამისად ითვლება სატრანსპორტო მომსახურებების მომწოდებლად, ისევე როგორც ხელშეკრულების ნებისმიერი შემდგომი დოკუმენტების მხარედ.

2.6. ანგარიშის რეგისტრაცია სადისტრიბუციო კომპანიებისთვის. STYX-თან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, სადისტრიბუციო კომპანიას შეუძლია თავად დაარეგისტროს ანგარიშები თავისი თანამშრომლებისთვის ან/და მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ასეთ შემთხვევაში სადისტრიბუციო კომპანია პასუხს აგებენ თანამშრომლების ან/და მომსახურების მომწოდებლების ქმედებებზე და უზრუნველყოფენ მათთვის ამ საერთო პირობების გაცნობას.

2.7. ანგარიშის რეგისტრაცია საერთაშორისო გადამზიდებისთვის. თქვენ რეგისტრაციისას აკეთებთ არჩევანს და იმ შემთხვევაში, თუ გსურთ საერთაშორისო შეკვეთების შესრულება და გაქვთ შესაბამისი უფლებები და ნებართვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) STYX-ის აპლიკაციაში ირჩევთ შესაბამის სერვისს. საერთაშორისო გადაზიდვების სერვისის არჩევის შემთხვევაში საშუალება გეძლევათ მიიღოთ და შეასრულოთ საერთაშორისო გადაზიდვები/შეკვეთები. ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში იურიდიული და ფიზიკური პირები განსხვავებული ტარიფებით ისარგებლებენ. საერთაშორისო გადაზიდვის სალიცენზიო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში წვდომა შეგეზღუდებათ სტიქსის აპლიკაციის მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც წვდომა გაქვთ საერთაშორისო გადაზიდვებზე. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას არ აირჩიეთ საერთაშორისო გადაზიდვის სერვისი, შესაძლებლობა გეძლევათ მოგვიანებით პარამეტრების ცვლილება სტიქსის აპლიკაციაში მოახდინოთ.

3. STYX - ის აპლიკაციის და ვებგვერდის გამოყენების ლიცენზია .

3.1. STYX-ის აპლიკაცია. STYX-ის აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მოთხოვნები სატრანსპორტო მომსახურებებით დაინტერესებულები კლიენტებისგან, რომელებიც თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ ან უარყოთ საკუთარი შეხედულებისამებრ.

3.2. STYX-ის აპლიკაციის და ვებგვერდის გამოყენების ლიცენზია . წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესრულების შემთხვევაში, STYX-ი განიჭებთ აპლიკაციისა და ვებგვერდის საერთო პირობების შესაბამისად გამოყენების ლიცენზიას, რომელიც არ არის გადაცემადი, არ არის ექსკლუზიური და არ ექვემდებარება ქველიცენზირებას. ზემოაღნიშნულის მიუხედავად და ცალკე შეთანხმების შემთხვევაში, სადისტრიბუციო კომპანიებს შეუძლიათ სარგებლობის უფლებით გადასცენ STYX-ის აპლიკაცია თავიანთი ავტოპარკის წევრებს.

3.3. STYX -ის აპლიკაციით ან/და ვებ-გვერდით სარგებლობისას გეკრძალებათ:

3.3.1. მოახდინოთ პროგრამის დეკომპილაცია, საინჟინრო ანალიზი, ან სხვაგვარი გადამუშავება.

3.3.2. შეეცადოთ მოიპოვოთ STYX -ის აპლიკაციის ან/და ვებგვერდის კოდი; შეცვალოთ STYX -ის აპლიკაცია ან ვებგვერდი რაიმე სახით ან ფორმით ან გამოიყენოთ STYX -ის აპლიკაციის ან ვებგვერდის შეცვლილი ვერსიები;

3.3.3. გადააგზავნოთ ფაილები ან სხვა პროგრამა, რომელებიც არის დაზიანებული ან/და შეიცავს ვირუსებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უარყოფითად იმოქმედოს სხვა პირების კომპიუტერულ საშუალებებზე, STYX -ის მომსახურების, ვეგბერდის, STYX აპლიკაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ან სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის მუშაობაზე;

3.3.4. მოიპოვოთ STYX -ის აპლიკაციის, ვებგვერდის ან STYX -ის სხვა მომსახურებაზე არასანქცირებული წვდომა.

3.4. იმისათვის, რომ ისარგებლოთ STYX -ის აპლიკაციით და ვებგვერდით, თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ STYX -ის ან მასთან აფილირებულ პირს STYX - ის აპლიკაციის გამოყენების საფასური, როგორც ეს წინამდებარე საერთო პირობების მე-12 მუხლშია მითითებული.

3.5. წინამდებარე საერთო პირობების საფუძველზე მინიჭებული ლიცენზია ავტომატურად შეგიჩერდებათ და შეგეზღუდებათ პროგრამით სარგებლობის უფლება.

3.6. გადამზიდების ფორუმისა და სხვა ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენება. STYX-ს შეუძლია მოგანიჭოთ წვდომა გადამზიდის ფორუმზე და ვებ-გვერდის სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, რომელიც ხელმისაწვდომია STYX-ის აოლიკაციით. თქვენ უფლება არ გაქვთ გამოაქვეყნოთ, გააგზავნოთ, ატვირთოთ, ელ-ფოსტისთ გააგზავნოთ, გაავრცელოთ ან გაასაჯაროვოთ ნებისმიერი შეუსაბამო, არაკეთილსინდისიერი, ცილისმწამებლური, მცდარი, სამართალდამრღვევი, უხამსი, უღირსი ან უკანონო შინაარსის მქონე ინფორმაცია. STYX-ს შეუძლია შეზღუდოს თქვენი ხელმისაწვდომობა ფორუმებზე ან STYX -ის აპლიკაციაზე, თუ თქვენ დაარღვევთ აღნიშნული ვალდებულებებიდან ერთერთს.

3.7. STYX -ის ლოგოს და სხვა ციფრული თუ ბეჭდური მასალის გამოყენება. STYX -ის ან/და მასთან აფილირებულ შეუძლია გადმოგცეთ ლოგოს და სხვა ციფრული თუ ბეჭდური მასალის ან/და სხვა ნიშნები გამოყენების უფლება, რომლებიც ეხება STYX -ს ან სხვაგვარად მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ იყენებთ STYX -ის აპლიკაციას. STYX განიჭებთ არაექსკლუზიურ, , არაგადაცემად ლიცენზიას ასეთი ნიშნების გამოყენებაზე და მხოლოდ იმის მისათითებლად, რომ თქვენ უზრუნველყოფთ სატრანსპორტო მომსახურებებს STYX-ს აპლიკაციის გამოყენებით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ და გააუქმოთ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც ეხება STYX -ს ან მის ბრენდს.

3.8. STYX -თან დაკავშირებული ყველა საავტორო უფლება და სავაჭრო ნიშნები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის კოდი, მონაცემთა ბაზა, ლოგოებისა და ვიზუალური დიზაინის ჩათვლით, ეკუთვნის STYX -ს და დაცულია საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნების და კომერციული საიდუმლოების დაცვის შესახებ კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებებით. STYX -ის აპლიკაციის, ვებგვერდის ან STYX -ის სხვა მომსახურებების გამოყენებით თქვენ არ იძენთ საკუთრების უფლებას STYX -ის ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

4. მომსახურების გაწევა

4.1. თქვენი ვალდებულება . წინამდებარე ხელშეკრულებით თქვენ გარანტიას იძლევით, რომ უზრუნველყოფთ სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებას იმ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული და სადაც ანხორციელებთ სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებას, იმ პირობით, რომ თქვენ გექნებათ ტვირთის გადაზიდვის მომსახურებისთვის საჭირო ყველა ლიცენზია, ნებართვა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი კანონმდებლობისა და რეგულაციების ნებისმიერი დარღვევაზე.

4.2. ამასთან თქვენ უნდა ფლობდეთ ყველა ლიცენზიას (მათ შორის მოქმედ მართვის მოწმობას), ნებართვას, ავტომობილის დაზღვევას, პასუხისმგებლობის დაზღვევას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სარეგისტრაციო ცნობებს, სერტიფიკატს და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც აუცილებელია მოქმედ იურისდიქციაში სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებისათვის. თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის მოქმედების ვადა იყოს ძალაში. STYX უფლებას აქვს ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს თქვენგან მტკიცებულებების წარმოდგენა და ყველა აუცილებელი ლიცენზიის, ნებართვის, თანხმობის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის და სერტიფიკატის განსახილველად წარდგენა და ასევე მათი განახლება.

4.3. თქვენ ყოველთვის უნდა დაიცვათ მოძრაობის წესები.

4.4. თქვენ უნდა უზრუნველყოთ სატრანსპორტო მომსახურება პროფესიულად გადაზიდვის მომსახურებისთვის მოქმედი ეთიკური ნორმების შესაბამისად და შეასრულოთ კლიენტის მოთხოვნა კლიენტის ინტერსებიდან გამომდინარე კეთილსინდისიერად და სრული მოცულობით. ამასთან, არ გაქვთ არასანქცირებული გაჩერების უფლება.

4.5. თქვენ გაქვთ უფლება განსაზღვროთ გამგზავნის მიერ მოთხოვნილი შეკვეთებიდან რომელს მიიღებთ, უარყოფთ ან დააიგნორებთ.

4.6. სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შედეგად გამოწვეული ხარჯი . თქვენ ვალდებული ხართ მუდმივად მუშა მდგომარეობაში იქონიოთ და იზრუნოთ იმ აღჭურვილობაზე რომელიც საჭიროა ტრანსპორტირების მომსახურების გასაწევად, მათ შორის ავტომობილზე, სმარტ მოწყობილობაზე, ინტერნეტის მოწოდებასა და სხვა დამხარე საშუალებებზე. ასევე თქვენ ვალლდებული ხართ გასწიოთ ხარჯები, რომელსაც გადაზიდვის მომსახურების განხორციელებისას იქნება საჭირო, მათ შორის და არა მხოლოდ, საწვავი, მობილური ინტერნეტი, სატელეფონო მომსახურების გადასახადები, ავტომობილის ამორტიზაცია, დაზღვევა, შესაბამისი კორპორატიული და ჩარიცხული თანხების გადასახადები და სხვ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ STYX-ის აპლიკაციის გამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი მობილური რესურსის დიდი ოდენობით მოხმარება.

4.7. გადაზიდვის ღირებულება თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ანაზღაურება ყოველი ჯეროვნად შესრულებული იმ შეკვეთისთვის, რომელიც განხორციელდა გამგზავნის მიერ სტიქსის აპლიკაციის გამოყენების შედეგად. თქვენ თავად განსაზღვრავთ გადაზიდვის ღირებულებას, ბიდის მეშვეობით, რომელსაც თავად ახორციელებთ მომხმარებლის თითოეულ შეკვეთაზე. თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება, რომ დააკისროთ კლიენტს იმაზე ნაკლები გადასახადი, ვიდრე STYX-ის აპლიკაციაში მიუთითეთ.

4.8. STYX იტოვებს უფლებას დააკავოს კონკრეტული შესრულებული შეკვეთის ღირებულების ნაწილი, გამოვლენილი დარღვევის შესაბამისად (როგორიცაა ტვირთის გრძელი მარშრუტით წაღება ან გადაზიდვის დასრულების შემდეგ STYX-ის აპლიკაციის მრიცხველის დაუყოვნებლივ არ გამორთვა ან ტექნიკური ხარვეზი, თუ კი შეკვეთის ფასი არ აისახა და ა.შ). STYX ასევე იტოვებს უფლებას გააუქმოს ან შეამციროს ტრანსპორტირების ღირებულება იმ შემთხვევაში თუ არსებობს გადაზიდვის მომსახურების არაკეთილსინდისიერი შესრულების საფუძვლიანი ეჭვი ან კლიენტის მითითება თქვენ მიერ წესების დარღვევის შესახებ. ამავდროულად, STYX მხოლოდ დასაბუთებული და სამართლიანი გზით მოახდენს გადაზიდვის ღირებულების შემცირებას ან გაუქმებას.

4.9. მომსახურების გადახდის მეთოდი . მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება აპლიკაციის მეშვეობით, როგორც ეს აღწერილია საერთო პირობების მე-13 მუხლში.

4.10. ქვითარი. ყოველი წარმატებულად შესრულებული გადაზიდვის შემდეგ, STYX ქმნის დოკუმენტს რომელიც გულისხმობს მარშრუტს, გადაზიდვის ღირებულებას, დროს და კონკრეტულ გადაზიდვასთან დაკავშირებულ სხვა საჭირო ინფორმაციას. STYX-მა შესაძლოა არ შექმნას და არ გააგზავნოს დოკუმენტი სპეციფიურ კანონმდებლობაზე დამოკიდებულებით. ყოველი შეკვეთის დოკუმენტი თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სტიქსის აპლიკაციაში. ყველა ცვლილების შეტანა რისი განხორციელებაც გსურთ გადაზიდვის ღირებულებასთან დაკავშირებით, უნდა განახორციელოთ აპლიკაციაში ტარიფის გადახედვის მეთოდით, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახდენთ ტარიფის გადახედვას STYX ან მისი შვილობილი ან/და წარმომადგენელი, არ არის ვალდებული აანაზღაუროს გადაზიდვის ღირებულების სხვაობა.

4.11. ჯარიმები. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გააუქმებს შეკვეთას მისი განხორციელების ერთი კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ან არ გამოცხადდება, STYX იტოვებს უფლებას აპლიკაციის არასერიოზული, გულგრილი და არაკეთილსინდისიერი გამოყენებისათვის მომხმარებლისგან მოითხოვოს 50 ლარის ოდენობით ჯარმის გადახდა. STYX იტოვებს სრულ თავისუფლებას გადაწყვიტოს დააკისროს თუ არა მომხმარებელს ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს დაეკისრება ჯარიმა, მას გამოაკლდება საკომისიო მოსაკრებელი, ხოლო დანარჩენი თანხა გადმოერიცხება გადამზიდს ჯარიმის ჩამოჭრიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში.

4.13. თქვენი საგადასახადო ვალდებულებები. წინამდებარე პირობებით თქვენ აღიარებთ, რომ ვალდებული ხართ სრულად შეასრულოთ ყველა საგადასახადო ვალდებულება, რომელიც წარმოგექმნებათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ შორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დღგ; საშემოსავლო გადასახადის, სოციალური დაცვის გადასახადის ან სხვა მოქმედი გადასახადის გადახდა; საგადასახადო აღრიცხვის ვალდებულებების შესრულება და სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება და ჩამოწერა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, თქვენი ვალდებულებაა, რომ მიაწოდოთ STYX-ს ყველა შესაბამისი საგადასახადო ინფორმაცია, მათ შორის (და არა მხოლოდ) თქვენი გადასახადების გადამხდელად რეგისტრაციის მოწმობის ასლი ან დღგ-ს გადამხდელის ნომერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ STYX- ს შეუძლია გადასცეს შესაბამისი საგადასახადო ინფორმაცია სამთავრობო საგადასახადო ორგანოებს მათი მხრიდან კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.

4.14. ინვოისების გაცემის უფლებამოსილება. თუ თქვენ იყენებთ STYX-ის ანგარიშს როგორც ბიზნეს ერთეული, თქვენ აქვე უფლებას ანიჭებთ STYX-ს გასცეს ინვოისი თქვენი სახელით, რათა აგინზღაუროთ ნებისმიერი ხარჯი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები ან სხვა მოსაკრებლები, რომლებიც ეკისრება STYX-ს თქვენს წინაშე. ინვოისის გაცემისას, ის დაუყოვნებლივ გახდება ხელმისაწვდომი გადამზიდის ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

5. STYX- ის მოსაკრებელი

5.1. იმისთვის რომ გამოიყენოთ STYX-ის აპლიკაცია, თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ მოსაკრებელი. მოსაკრებლის გადახდა ხდება თქვენ მერ შესრულებული თითოეული სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთის საფუძველზე და შეადგენს გადაზიდვის მთლიანი ღირებულების 10%-ს, რომელიც ჩამოგეჭრებათ კლიენტის მიერ STYX-ის სატრანზიტო ანგარიშზე გადარიცხული, თქვენთვის გადასახდელი, გაწეული მომსახურების მთლიანი საფასურიდან. STYX-ის მოსაკრებლის ოდენობა ცნობილი გახდება თქვენთვის ელექტრონული ფოსტით, STYX-ის აპლიკაციის ან სხვა შესაბამისი საშუალებებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ STYX-ის მოსაკრებელი შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს. STYX ვალდებულია გამოგიზავნოთ წინასწარი შეტყობინება ყოველი ასეთი ცვლილების შესახებ.

5.2. 5.3. სალიცენზიო მოსაკრებლის ტარიფი :

სალიცენზიო მოსაკრებლის ტარიფი განისაზღვრება ყოველ შეკვეთაზე ინდივიდუალურად და შეადგენს გადაზიდვის მომსახურების მთლიანი ღირებულების 10%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა.

6. აპლიკაციით გადახდა

6.1. STYX-მა შეიძლება საშუალება მისცეს თავის მომხმარებლებს გადაიხადონ სატრანსპორტო მომსახურების საფასური საბანკო ბარათის, ბიზნესისა და მობილური კავშირის ოპერატორის მეშვეობით პირდაპირ აპლიკაციაში (მაგ. აპლიკაციით გადახდა) წინამდებარე პირობებით, თქვენ უფლებას ანიჭებთ STYX-ს, რომ იმოქმედოს როგორც მომხმარებელთა მიერ გადახდილი მოსაკრებების შესაკრებად აპლიკაციით გადახდის მეშვეობით. ამასთან, თქვენ თანახმა ხართ, რომ კლიენტის მიერ აპლიკაციით გადახდის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი გადახდა ჩაითვალოს თქვენთვის პირდაპირ გადახდილ თანხად.

6.3. აპლიკაციით გადახდის მეშვეობით შეკრებილ თანხებს, რომლებიც ჩაირიცხა STYX-ის საბანკო ანგარიშზე, STYX რეგულარულად გადარიცხავს თქვენს საბანკო ანგარიშზე არა უგვიანეს მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში. STYX-ის მოსაკრებელი ჩამოიჭრება თქვენთვის გადასახდელი თანხიდან. თუ თქვენ მოითხოვთ აპლიკაციით გადახდის განხილვას, მაშინ STYX-ს შეუძლია გადარიცხოს შეკრებილი თანხები, მას შემდეგ, რაც STYX დაასრულებს განხილვას.

6.4. STYX ყოველ კვირას გამოაგზავნის გადახდის შესახებ შეტყობინებას და გადამზიდის ანგარიშის ნაშთს თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე. ანგარიშები უჩვენებს წინა კვირაში აპლიკაციით გადახდის თანხების რაოდენობას, ისევე როგორც STYX-ის მოსაკრებლიდან დაკავებულ თანხებს. ანგარიშები გაიგზავნება ყოველკვირეულად.

6.5. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ STYX არ არის ვალდებული გადაგიხადოთ კლიენტის მხრიდან გადასახდელი საფასური თუ ეს გამოწვეული არ არის STYX-ის ბრალეულობით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით კლიენტის მხრიდან გადასახდელი საფასურის მოთხოვნასთან დაკავშირებით და გადმოგირიცხავთ თანხას, მას შემდეგ, რაც კლიენტი განახორციელებს მოთხოვნილ გადახდას.

6.6. სატრანსპორტო მომსახურებების გაწევამდე, თქვენ უნდა გადაამოწმოთ, რომ მომსახურებები ფაქტობრივად უზრუნველყოფილია კლიენტისთვის ან/და რომ კლიენტმა დაადასტურა, რომ ის ნებას რთავს გამგზავნს გაგზავნოს ტვირთი მისამართზე. თუ მიუღია მომსახურება ან არ ადასტურებს სატრანსპორტო მომსახურების გაწევას, ასეთ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ გადასახადი STYX-სგან.

6.7. თქვენ იძლევით გარანტიას და თქვენთვის გასაგებია, რომ აპლიკაციით გადახდა არ აჩერებს კანონმდებლობითა და რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნებს, მაგ. თქვენს ვალდებულებას გადასცეთ კლიენტს ამობეჭდილი დოკუმენტი.

6.8. თქვენ უნდა შეატყობინოთ STYX-ს ნებისმიერ მნიშვნელოვან გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს STYX-ის ვალდებულებებზე, შეკრიბოს და გაანაწილოს აპლიკაციით გადახდის მეშვეობით მიღებული საფასური.

6.9. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ STYX-ს შეუძლია ჩათვალოს აპლიკაციით გადახდის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი მომსახურების საფასური STYX-ის იმ მოსაკრებლების ანგარიშში, რომლებიც უნდა გადაუხადოთ მას.

7. მხარდაჭერა

7.1. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი ერთ-ერთი მომსახურების სახით, ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ მხარდაჭერა STYX-ის აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. კლინეტის მხადაჭერა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას STYX-ის ან მასთან აფილირებული პირების მიერ, რომლებიც ვებგვერდზეა განთავსებული ( https://www.styx.ge/countries ).

8. რეიტინგი და აქტივობა

8.1. STYX-ის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის საშუალებით მაღალხარისხიანი მომსახურებისა და კლიენტებისთვის დამატებითი გარანტიების უზრუნველსაყოფად, თქვენ ზოგად პირობებზე ხელმოწერით ადასტურებთ, რომ კლიენტებს შეუძლიათ შეაფასონ და დატოვონ კომენტარი თქვენს მიერ მოწოდებული სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით ყოველი შეკვეთის დასრულების შემდეგ. თქვენი საშუალო რეიტინგი დაკავშირებული იქნება თქვენს STYX-ის ანგარიშთან და ხელმისაწვდომი იქნება კლიენტებისთვის მას შემდეგ, რაც შეკვეთაზე განათავსებთ „ბიდს“. კლიენტი ვალდებულია უზრუნველყოს შეფასება და კომენტარები კეთილსინდისიერად და თუ ჩვენ, ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩავთვლით, რომ შეფასება ან კომენტარი არის არაკეთილსინდისიერად გაკეთებული, ჩვენ შეგვიძლია მისი უგულვებელყოფა, რაც არ აისახება თქვენს რეიტინგზე

8.2. გარდა რეიტინგისა, STYX აანალიზებს თქვენს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და განიჭებთ ქულას აქტივობებისთვის, რომელიც ეფუძნება თქვენს საქმიანობას სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთების მიღებასთან, შესრულებასთან, უარყოფასთან და რეაგირებასთან დაკავშირებით.

8.3. თქვენ აქვე აცნობიერებთ, რომ კლიენტებისთვის საიმედო მომსახურებების გაწევის მიზნით, STYX-ს შეუძლია განსაზღვროს მინიმალური საშუალო რეიტინგი და მინიმალური აქტივობის ქულა, ხოლო გადამზიდი ვალდებულია ყოველ ჯერზე აამაღლოს ან მინიმუმ შეინარჩნოს მინიჭებული რეიტინგი. თუ STYX- ის მხრიდან შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ, თქვენ ვერ გაზრდით თქვენს საშუალო რეიტინგს ან აქტივობის ქულას მინიმალურზე მეტად დადგენილ ვადაში, თქვენი STYX-ის აპლიკაციით სარგებლობის უფლება შეგეზღუდებათ დროებით ან მუდმივად. STYX-ს შეუძლია დაგიბრუნოთ უფლებამოსილება აპლიკაციის გამოყენებისათვის, თუ შეჩერება გამოწვეულია სისტემის ცდომილებით ან არასწორად მითითებული რეიტინგებით.

9. ბაზრის მიმოხილვა და კამპანიები

9.1. ბაზრის მიმოხილვა . STYX-ს შეუძლია STYX აპლიკაციის, SMS-ის (მოკლე ტექსტური შეტყობინება), ელექტრონული ფოსტის ან სხვა რაიმე საშუალებებით გადმოგიგზავნოთ, ბაზრის მიმოხილვა, რათა გაზარდოს თქვენი ინფორმირებულობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთი საბაზრო მიმოხილვები მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა და არ წარმოადგენს რაიმე ვალდებულებას რომელიმე მხარისათვის.

9.4. STYX -ს შეუძლია განახორციელოს კამპანიები გადამზიდებისთვის ან/და კლიენტებისთვის კონკრეტული კამპანიის პირობების შესაბამისად.

10. ურთიერთობები თქვენს , STYX- სა და კლიენტებს შორის

10.1. თქვენ საერთო პირობების ხელმოწერით აღიარებთ, რომ კლიენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებით თქვენ და კლიენტს გეკისრებათ მომსახურების ხელშეკრულების შესრულება, რომლის მხარეებსაც არ წარმოადგენენ STYX და მასთან აფილირებული პირები.

10.2. STYX და მისი შვილობილი კომპანიები არ აკონტროლებენ და უშუალოდ არ მართავენ თქვენ მიერ სატრანსპორტო მომსახურებების გაწევას. თქვენ გაქვთ ერთპიროვნული უფლება, გადაწყვიტოთ თუ როდის და რამდენი ხნით შეიძლება STYX-ის აპლიკაციის გამოყენება და მიიღოთ თუ არა STYX-ის აპლიკაციის მეშვეობით შემოსული კლიენტის მოთხოვნა, ასევე თავად იღებთ გადაწყვეტილებას მომხმარებლისთვის მომსახურების საფასურის შეთავაზების თაობაზე. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ გაქვთ სრული უფლებამოსილება, რათა უზრუნველყოთ მომსახურებები ან განახორციელოთ სხვა ბიზნეს-საქმიანობა ან იყოთ დასაქმებული.

10.3. თქვენ საერთო პირობების ხელმოწერით აღიარებთ და ეთანხმებით, რომ STYX და მისი შვილობილი კომპანიები არიან მხოლოდ STYX-ის აპლიკაციისა და დამატებითი მომსახურების პროვაიდერები და ისინი არ უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებებს. STYX-ის აპლიკაციის უზრუნველყოფით, STYX და მასთან აფილირებული პირები მოქმედებენ როგორც თქვენსა და კლიენტს შორის სატრანსპორტო მომსახურების ხელშემწყობები. STYX -ს შეუძლია ასევე იმოქმედოს სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებებისათვის თანხების შეგროვებისა და გადაცემისათვის შესაბამისი ფარგლებში.

10.4. თქვენ, STYX და მასთან აფილირებული პირები თანხმდებით, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს დასაქმების ხელშეკრულებას და არც წარმოქმნის დასაქმების ურთიერთობას თქვენსა და STYX -ის ან მასთან აფილირებულ პირებს შორის. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თქვენსა და STYX -ის ან მასთან აფილირებულ პირებს შორის არ არსებობს ერთობლივი საწარმო ან პარტნიორობა. თქვენ უფლებამოსილი არ ხართ იმოქმედოთ, როგორც STYX -ის ან მასთან აფილირებული პირის თანამშრომელმა, აგენტმა ან წარმომადგენელმა.

10.5. თუ სავალდებულო კანონებმდებლობის საფუძველზე ან სხვაგვარად ჩაითვლებით STYX -ის ან მასთან აფილირებული პირის თანამშრომლად, თქვენ თანხმდებით აუნაზღაუროთ STYX -ს და მის შვილობილ კომპანიებს ასეთი ნაგულისხმები დასაქმების ურთიერთობაზე დაფუძნებული ნებისმიერი პირის, მარეგულირებელი ან სამთავრობო ორგანოს მიერ წარდგენილი ზიანი ან/და პრეტენზია.

12. პასუხისმგებლობა

12.2. STYX ან/და მასთან აფილირებული ნებისმიერი პირი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზარალსა ან დანაკარგზე, რომელიც შეიძლება წარმოგექმნათ თქვენ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად ან STYX აპლიკაციის გამოყენებით ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ:

● ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფულადი დანაკარგი;

● მიუღებელი მოგება ან მოსალოდნელი დანაზოგები;

● კლიენტების, კონტრაქტების, , რაიმე სახის სიკეთის, რეპუტაციის დაკარგვა და ნებისმიერი დანაკარგი, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას საქმიანობის შეწყვეტის შედეგად;

● მონაცმების დაკარგვა ან მათი უზუსტობა;

● ნებისმიერი სხვა ტიპის დანაკარგი ან ზარალი.

12.3. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, STYX-ი გარანტიას არ იძლევა კლიენტის მიერ გამოგზავნილ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მოთხოვნაზე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს კლიენტი დაზუსტებით იმ პიროვნებად, რომელიც სარგებლობს კონკრეტული მომხმარებლის სახელით. STYX ეცდება ჩამოაშოროს არასასურველი მომხმარებლები STYX-ის აპლიკაციას, STYX ან/და მასთან აფუილირებული პირები არ არის პასუხისმგებელი STYX -ის აპლიკაციის გამომყენებელი კლიენტებისა და მათი თანამგზავრების ქმედებებსა ან უმოქმედობებზე და არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგსა ან ზარალზე, რომელიც შესაძლოა წარმოგექმნათ კლიენტების ან მათი წარმომადგენლების მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

12.4. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ნებისმიერი სხვა მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციის დარღვევაზე და უნდა შეაჩეროთ და გამოასწოროთ ასეთი დარღვევა STYX -სგან ან ნებისმიერი სახელმწიფო ან სხვა ორგანოსგან შესაბამისი მოთხოვნის მიღებისთანავე.

12.5. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირ და/ან არაპირდაპირ დანაკარგზე ან/და ზარალზე, მოგების დანაკარგზე, ხარჯზე, ჯარიმაზე, სადაც შესაძლოა STYX ან/და მასთან აფილირებული პირები იყოს კავშირში იმ მხრივ, რომ თქვენ დაარღვიეთ ხელშეკრულების პირობები ან იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მესამე პირი (მათ შორის კლიენტი) პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან წარმოადგენს პრეტენზიას STYX-ის მიმართ თქვენ მიერ უზრუნველყოფილ სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით, მაშინ თქვენ აუნაზღაურებთ ასეთ ზარალს STYX-ს სრულად ჩვენს მიერ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

12.6. თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ ყველა საგადასახადო ვალდებულება რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებისას ან სატრანსპორტო მომსახურების გაწევისას. თქვენ ვალდებული ხართ თავიდან აარიდოთ STYX-ს ან/და მასთან აფილირებულ პირებს საგადასახადო ვალდებულება, გადასახადები, დაბეგვრა, საურავები და ჯარიმები, რომლებიც წარმოიქმნება თქვენი საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად (მათ შორის და არა მხოლოდ, საშემოსავლო გადასახადის გადახდა და სოციალური დაზღვევის გადახდა ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12.7. თუ STYX -ს ექნება რაიმე პრეტენზია თქვენს წინააღმდეგ, მაშინ თქვენ ვალდებულლი ხართ აუნაზღაურებთ STYX -ს იურიდიული მომსახურების ყველა დანახარჯი, რომელიც უკავშირდება ზარალს და ამ ზარალის კომპენსაციის მოთხოვნებს.

13. მოქმედების ვადა და შეწყვეტა

13.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ საერთო პირობების ბოლოს მდებარე „რეგისტრაციის გავლის' ღილაკზე თქვენ მიერ დაჭერისთანავე. ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება კონკრეტული დოკუმენტი და თქვენ დაიწყებთ ან განაგრძობთ სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურების გაწევას, თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

13.2. თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს STYX -თვის სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, თუ არ გაქვთ რაიმე მიმდინარე ვალდებულება STYX-ის მიმართ.

13.3. STYX -ს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ლიცენზიის მიმღებისთვის სულ მცირე 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

13.4. STYX -მა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება რაიმე წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუ ლიცენზიის მიმღების მიერ ირღვევა წინამდებარე ხელშეკრულება ან/და ნებისმიერი მოქმედი კანონი ან რეგულაცია, რომელიც ლახავს STYX -ის ან მასთან აფილირებულ პირების იმიჯს, ან ზიანს აყენებს STYX -ის ან მასთან აფილირებული პირების ბრენდს, რეპუტაციას ან ბიზნესს, როგორც ამას განსაზღვრავს STYX საკუთარი შეხედულებისამებრ. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, STYX -ს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეგიზღუდოთ ახალი ანგარიშის დარეგისტრირების უფლება, ან მიიღოს სხვა აუცილებელი ზომა, რათა შეაჩეროს თქვენს მიერ სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებების გაწევა.

13.5. STYX -ს ასევე შეუძლია დაუყოვნებლივ დაბლოკოს თქვენი ხელმისაწვდომობა STYX - ის აპლიკაციაზე და სხვა მომსახურებებზე გამოძიების პერიოდში, თუ ჩვენ გაგვიჩნდება ეჭვი ხელშეკრულების დარღვევასთან ან თქვენი სახელით თაღლითური საქმიანობასთან დაკავშირებით. წვდომაზე ბლოკირება მოიხსნება, მას შემდეგ, რაც გამოძიება უარყოფს ამგვარ ეჭვებს. STYX ვალდებულია კეთილსინდისიერად გამოიყენოს მხოლოდ ის უფლება, რომელიც აღწერილია წინამდებარე ზოგად პირობებში.

13.6. STYX -ის მიზანია უზეუნველყოს კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება და აკონტროლოს სისტემაზე გადამზიდის მოქმედება. თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ მომსახურების მინიმალურ მოთხოვნებს, STYX-ს შეუძლია დაუყოვნებლივ შეწვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე.

14. ცვლილებები

14.1. STYX-ს აქვს ერთპიროვნული უფლება, შეიტანოს ცვლილებები საერთო პირობების რომელიმე ნაწილში. ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მოხდება მისი გამოგზავნა თქვენთვის ელექტრონული ფოსტით, რის შემდეგაც გააგრძელებთ STYX აპლიკაციისა და სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებების გაწევას განახლლებული პირობებით, თუ ხელშეკრულებით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

14.2. საერთო პირობების შესწორების მიზნით, STYX- მა უნდა განათავსოს მისი განახლებული ვერსია ვებგვერდზე ( http://www.styx.ge/legal/‎ ) და გამოგიგზავნოთ შეტყობინება აღნიშნულის შესახებ მინიმუმ 14 (თოთხმეტი) დღით ადრე. თუ თქვენ გააგრძელებთ STYX- ის აპლიკაციის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ და შესწორებულ პირობებს.

15. მოქმედი კანონმდებლობა და სასამრთლო იურისდიქცია

15.1. წინამდებარე ხელშეკრულებასთან, იქნება ეს მის არსებობასთან, მოქმედების ვადასთან, ინტერპერეტაციასთან, განხორციელებასთან, დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მორიგებით. თუ ამ ხელშეკრულების შედეგად წარმოქმნილი დავა ვერ გადაწყდება მორიგებით, მაშინ დავა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს,

16. საკონტაქტო ინფორმაცია

16.1. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ STYX-ს თქვენს საკონტაქტო ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.თქვენ გარანტიას იძლევით, რომ საკონტაქტო ინფორმაცია იქნება ზუსტი და განახლებული.

16.2. STYX-ის საკონტაქტო ინფორმაცია წარმოდგენილია ვებგვერდზე.

17. საბოლოო დებულებები

17.1. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება იქნება ბათილი, მხარეებმა უნდა ჩაანაცვლონ ასეთი დებულება ახალი დებულებით, რომელიც მიახლოებული იქნება ამგვარად ჩანაცვლებული დებულების განზრახვასა და ეკონომიკურ ეფექტთან. თუ რომელიმე მხარე ვერ განახორციელებს ან დაგვიანებით განახორცილებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობას, ეს არ ჩაითვლება ასეთ პირობაზე უარის თქმად.

17.2. თქვენ არ გაქვთ უფლება გადასცეთ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლება ან ვალდებულება მესამე პირს, თუ ეს სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

17.3. წინამდებარე ხელშეკრულებით მოთხოვნილი ნებისმიერი შეტყობინება სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება თუ; (i) გადაეცემა პერსონალურად, (ii) გაიგზავნება კურიერის საშუალებით გადაცემის მტკიცებულებით, (iii) გაიგზავნება დაზღვეული ფოსტით, ან (iv) გაიგზავნება ელ-ფოსტით. ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც იგზავნება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, ჩაითვლება მიღებულად; (i) თუ გადაეცემა პირადად, აღნიშნული მხარისთვის გადაცემის მომენტში; (ii) თუ იგზავნება კურიერის საშუალებით, იმ დღეს, რომელიც კურიერის მიერ მითითებულია როგორც თარიღი, როცა შეტყობინების შემცველი კონვერტი გადაეცა მხარეს; (iii) თუ იგზავნება დაზღვეული ფოსტით, მეორე მხარისთვის გასაგზავნად ფოსტისთვის დოკუმენტის გადაცემიდან მე-10 დღეს; და (iv) თუ იგზავნება ელ-ფოსტით, იმ დღეს,ელ-ფოსტის გაგზავნის მე-2 კალენდარულ დღეს, იმ შემთხვევაში, რომ გამგზავნი არ მიიღებს შეცდომის შესახებ შეტყობინებას (შეტყობინებით, რომ ელ-ფოსტა არ გადაეცა მხარეს) და ფოსტა გაიგზავნა ისევ მეორე კალენდარულ დღეს და არ მიუღია მსგავსი შეცდომის შეტყობინება.

წესებისა და პირობების ძალაში შესვლის თარიღი:

General Terms for Shippers

წესები და პირობები კლიენტებისათვის

STYX არის მობილური აპლიკაცია ტვირთების გადაზიდვისთვის. მისი მეშვეობით ხდება ტვირთის გამგზავნის დაკავშირება გადაზიდვის სერვისის პროვაიდერებთან, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან STYX სისტემაში. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სტიქს (საიდენტიფიკაციო კოდი 405170363) დაარსდა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და არის STYX აპლიკაციის უფლებებისა და სერვისის მფლობელი/მესაკუთრე.

1. STYX აპლიკაციის გამოყენება

1. STYX აპლიკაციის გამოყენებისათვის საჭიროა აპლიკაციის ინსტალაცია და მომხმარებლის ანგარიშის/ექაუნთის შექმნა/რეგისტრაცია. STYX აპლიკაციის ინსტალაციისას, მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია დაკავშირებულია შესაბამისი მომხმარებლის ანგარიშთან/ექაუნთთან და ასევე, დამატებულია მონაცემთა ბაზაში.

2. STYX აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელი გადაზიდვის სერვისის საფასურს გადახდას ანხორციელებს აპლიკაციაში არსებული საგადახდო სერვისებიდან ერთ-ერთის გამოყენებით.

3. ნებისმიერი სახის შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია ჩვენი მხარდამჭერი ჯგუფისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე info@styx.ge ასევე შესაძლებელია დაკავშირება ჩვენს ნომერზე +995593251818 (ხელმისაწვდომია სამუშაო დღეებში 11.00-დან 19.00 სთ-მდე).

2. საბანკო/საკრედიტო ბარათი გადა ხდის პირობები

1. STYX აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საბანკო/საკრედიტო ბარათის მეშვეობით, რისთვისაც აუცილებელია აქტივაცია წინამდებარე აპლიკაციის ფარგლებში და STYX მოხმარების წესებსა და პირობებზე თანხმობას.

2. საბანკო/საკრედიტო ბარათით და სხვა გადახდისას, გადარიცხვის მიმღები არის შპს „სტიქს“, რომელიც STYX-ის საკომისიოს გამოკლებით გზავნის/გადარიცხვას მიღებულ თანხას გადამზიდთან.

3. საბანკო/საკრედიტო ბარათით გადახდის განხორციელებისას სერვისის საფასური ემატება თითოეული შეკვეთის შემდეგ. დასახელებული სერვივის საფასური მოიცავს ბანკის საკომისიო გადასახადს, ვიზა/მასტერქარდის სერვისის საფასურს. სერვისის საფასურის ოდენობა ჩანს აპლიკაციაში.

4. შეუამავლობა საკრედიტო ბარათით გადახდასთან დაკავშირებით STYX აპლიკაციისფარგლებში წარმოებულია ADYEN BV გავლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით https://www.adyen.com/home/support/manuals . მოხმარების წესები და პირობები.

5. STYX ვალდებულია საბანკო/საკრედიტო ბარათით გადახდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ბარათის მფლობელებს შესთავაზოს მხარდაჭერა პრობლემების გადაჭრაში. საბანკო/საკრედიტო ბარათებითა და სხვა გადახდებთან დაკავშირებულ დავებზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მოხდეს STYX-ს გავლით. საბანკო/საკრედიტო ბარათითა და სხვა გადახდის STYX მხარდამჭერი ჯგუფის საკონტაქტო მონაცემებია: : info@styx.ge ტელ:+995 593251818 – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსულ განაცხადზე პასუხის მიღება ხდება სამ სამუშაო დღეში. სტიქსმა უნდა გადაჭრას საკრედიტო ბარათებთან და მობილურ გადახდასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა სამი სამუშაო დღის განმავლობაში.

6. საბანკო/საკრედიტო ბარათითა და სხვა გადახდის შეთავაზებისას STYX მოქმედებს როგორც გადაზიდვის სერვისის პროვაიდერების ფინანსური აგენტი, როგორც STYX აპლიკაციის შიგნით გადახდების შუალედურ რგოლი. კლიენტის ვალდებულება გადამზიდის მიმართ უნდა იქნას მიჩნეული დასრულებულად იმ დროიდან, როცა ტრანზაქციის დაწყება აისახება სტიქსის საბანკო ანგარიშზე. STYX არ არის პასუხისმგებელი კლიენტის გადახდის ბრძანების შეუსრულებლობაზე ან არასათანადო შესრულებაზე.

3. შეკვეთის დადასტურება და შეკვეთის გაუქმება

1. თუ STYX აპლიკაციის მეშვეობით კლიენტი დებს შეკვეთას და გადამზიდი უდასტურებს მიღებას, შეკვეთის შესრულების ფასის შეთავაზებით, მაშინ ეს მიიჩნეულია, როგორც წინასწარი შეკვეთა.

2. შეკვეთლი გადაზიდვის სერვისის სარგებლობის გაუქმებად მიიჩნევა ისეთ გარემოება, როდესაც გადამზიდი ადასტურებს შეკვეთის მიღებას, ხოლო STYX აპლიკაციის მომხმარებელი, მიღებული დასტურის მიუხედავად, უარს ამბობს გადაზიდვის სერვისით სარგებლობაზე.

3. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში კლიენტმა (STYX აპლიკაციის მომხმარებელმა) უნდა გადაიხადოს 50 ლარი, როგორც საჯარიმო გადასახადი და აუნაზღაუროს გადამზიდს გაუქმებით მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც სტიქსის მომხმარებელი შეკვეთის დადასტურებიდან ერთი დღის განმავლობაში აუქმებს შეკვეთას, ის არ იხდის საჯარიმო გადასახადს.

4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მომხმარებელს შევუზღუდოთ აპლიკაციის გამოყენების უფლება, თუ მომხმარებელს ერთი კვირის განმავლობაში გაუქმებული აქვს 3 დადასტურებული შეკვეთა. აპლიკაცია ატყობინებს მომხმარებელს გაუქმებული შეკვეთების რაოდენობას და როდესაც ეს რაოდენობა სამს მიაღწევს, STYX-ის მომხმარებელს უზღუდავს აპლიკაციის გამოყენების უფლებას. მომხმარებლისთვის STYX აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე ვადით. ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ხელახლა გააქტიუროს საკუთარი ანგარიში მხარდაჭერის ჯგუფთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაკავშირებისა და შეთანხმების საფუძველზე.

4. სტიქსის აპლიკაციის გამოყენება .

1. STYX არის მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტებს მოითხოვონ ტვირთის გადაზიდვის სერვისი შესაბამისი გადამზიდისაგან, მათ შორის მათი გეოგრაფიული მდებარეობის გაზიარების საფუძველზე.

2. STYX აპლიკაციის გამოყენება დაფუძნებულია არაექსკლუზიურ ლიცენზიაზე „შპს სტიქს“-ის მხრიდან. ლიცენზიის შეთანხმება არის ვალიდური უვადოდ, გარდა ამ საერთო პირობებით გათვალისწინებულილიცენზიის შეზღუდვებისა. ნებისმიერი პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, ჩვენ ვეცდებით მათ გამოსწორებას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის ფუნქციონირება შესაძლოა შეზღუდული იყოს შემთხვევითი ტექნიკური ხარვეზების გამო და ჩვენ ყოველთვის ვერ უზრუნველვყოფთ აპლიკაციის უშეცდომოდ ფუნქციონირებას. ჩვენ ასევე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგზე, რომელიც გამოწვეული იქნება STYX აპლიკაციის ფუნქციონირების დარღვევით, ან მისი არასასურველი მანერით ფუნქციონირებით. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტის უფლება – ისარგებლოს სერვისით შეზღუდულია, საპასუხო არაექსკლუზიური ლიცენზია შესაძლოა ანულირებული იქნეს.

3. ვინაიდან STYX აპლიკაცია გულისხმობს კლიენტის და გადამზიდის კომუნიკაციას, STYX-ს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს სერვისის ხარისხზე ან მის დეფექტებზე. ამგვარად, ჩვენ არ შეგვიძლია გარანტირებული, მუდმივად ზუსტი და უშეცდომო ტრანსპორტირების/გადაზიდვის სერვისის უზრუნველყოფა. უკმაყოფილებების მოსაგვარებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდამჯერ ჯგუფს (იხილეთ პუნქტი 1.3).

4. STYX აპლიკაცია არ გულისხმობს კლიენტსა და გადამზიდს შორის ბროკერობას/შუამავლობას. STYX აპლიკაცია არ ნიშნავს სატრანსპორტო/გადაზიდვის სერვისით მომარაგების ორგანიზებას.

5. მომხმარებლის უფლება ანაზღაურების უკან დაბრუნების შესახებ არ ვრცელდება STYX აპლიკაციის შეკვეთებზე.

5. STYX- ის მეშვეობით ანგარიშის შექმნით , მომხმარებელი ეთანხმება შემდეგ პირობებს

1. STYX-ს აქვს უფლება აპლიკაციის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაამატოს STYX-ის მონაცემთა ბაზაში და გაუგზავნოს იგი გადამზიდს, STYX-ისანონიმურობის პოლიტიკის მიხედვით (http://styx .ge/privacy/).

2. SYYX იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეიტანოს შესწორებები საერთო წესებსა და პირობებში, ასევე ანონიმურობის პოლიტიკაში. ამასთანავე, იტოვებს უფლებას გადასცეს მონაცემთა ბაზა მესამე მხარეს. ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაციას ჩვენ კლიენტს შევატყობინებთ

3. STYX უფლებამოსილია, რომ გადაგზავნოს მონაცემთა ბაზა მესამე მხარესთან აპლიკაციის მომხმარებლისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. იმ შემთხვევაში, როცა ხდება ბიზნესის ან მონაცემთა ბაზის გადაცემა მესამე მხარისთვის, უფლებები და პირობები, რომლებიც მოცემულია სალიცენზიო შეთანხმებაში, ასევე უნდა იქნებაგადაცემული შესაბამისად.

4. STYX უფლებამოსილია გაგზავნოს პერსონალური მონაცემები და საბანკო მონაცემები საბანკო/საკრედიტო ბატათით ან სხვა გადახდის შემთხვევაში შუამავლებთან.

6. STYX აპლიკაციის გამოყენების კარგი პრაქტიკა

1. ვინაიდან STYX არ არის პროვაიდერი, ან გადაზიდვის სერვისის ბროკერი, ჩვენ არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ გადაზიდვის სერვისის ხარისხზე. ნებისმიერი სადაო საკითხი გადაზიდვის სერვისის დეფექტებთან ან ხარისხთან დაკავშირებით უნდა მოგვარდეს გადამზიდის ან სხვა რელევანტური სამეთვალყურეო ორგანოს წესებისა და რეგულაციების მიხედვით.

2. STYX მიისწრაფის, რომ ხელი შეუწყოს გადაზიდვის სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიზნების გამო, ჩვენ ვითხოვთ უკუკავშირის ფორმის შევსებას STYX აპლიკაციაში. ეს საშუალებას გვაძლევს გადამზიდველებს მივაწოდოთ შეთავაზებები მათი სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

3. ჩვენ STYX აპლიკაციის მომხმარებლისგან მოველით, რომ კეთილსინდისიერად მოხდება აპლიკაციის გამოყენება და თავაზიანები იქნებიან გადამზიდველის მიმართ, რომლებიც სთავაზობენ თავიანთ სერვისს STYX აპლიკაციაში.

4. STYX ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ მხოლოდ იმ მძღოლებმა გამოიყენონ აპლიკაცია, რომლებიც თავაზიანი არიან კლიენტებისა და საკუთარი პროფესიის მიმართ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ STYX აპლიკაციის მეშვეობით გაერთიანებული გადაზიდვის სერვისის თითოეული გადამზიდის მიერ ზემოთ მოცემული კრიტერიუმის დაკმაყოფილება ნებისმიერ დროს. თუ თქვენ შენიშნავთ ხარვეზებს გადამზიდის მხრიდან, გთხოვთ, შეატყობინოთ სერვისზე პასუხისმგებელ კომპანიას, ზედამხედველ ორგანოს ან ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს (იხილეთ პუნქტი 1.3).